ქვეყნის ცენტრალური მაგისტრალი გახსნილია

2018-02-26 22:36:31

დასავლეთ საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის მცხეთის მონაკვეთი გახსნილია. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრების და ახლობლების საპროტესტო აქცია მართავდნენ და ოკუპირებული ცხინვალიდან გარდაცვლილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვდნენ. ტატუნაშვილის მამის გადაწყვეტილებით თუ 2 დღეში მისი შვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემენ ისინი აქციებს კვლავ განაახლებენ.

შეგახსენებთ რომ აქციის მონაწილეებს ქვეყნის ცენტრალური მაგისტრალი საათზე მეტი გადაკეტილი ჰქონდათ. ადგილზე იმყოფება დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.