თვითმმართველობამ "ინტერტრანსს" ფასის გაზრდაზე უარი განუცხადა (ვიდეო).

2016-12-26 18:59:46

ქალაქის თვითმმართველობა 1 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, კომპანია ინტერტრანსს პასუხობს. საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღლაკელიძის განცხადებით, კომპანიის მოთხოვნა, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულების გაზრდის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მაღლაკელიძის განმარტებით, კომპანიამ მგზავრობის ღირებულება, თვითმმართველობაში მოთხოვნის შეტანიდან 2 კვირაში გაზარდა, რაც ხელშეკრულების პირობის დარღვევაა. გარდა ამისა მაღლაკელიძის თქმით, ის არგუმენტები რომელიც კომპანიამ, მგზავრობის ფასის მატების აუცილებლობისთვის დაასახელა, არასაკმარისი იყო. კომპანია „ინტერტრანსში“ აღნინულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

 

მიუხედავად იმისა რომ ქალაქის თვითმმართველობა მგზავრობის ღირებულების გაზრდის წინააღმდეგია. მგზავრებს, დედაქალაქისკენ გადაადგილება კვლავ გაზრდილი ტარიფით, 1.50 ლარად უწევთ.