პრეზიდენტი ქვემო ქართლში იმყოფება

2018-02-26 14:13:08

საქართველოს პრეზიდენტი მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი ახალი კამპანიის ფარგლებში (დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ - რესპუბლიკის 100 წელი) საჯარო ლექციას კითხულობს. შეხვედრის  მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრას დაინტერესებული პირები ესწრებიან.

2018 წელს საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა. ეს თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.

დღესვე გიორგი მარგველაშვილი ბოლნისში, პროექტ "ვისწავლოთ ქართული"  შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრება და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.