გრიპის ვირუსის შემთხვევებმა იმატა.

2016-12-26 16:53:44

გრიპის ვირუსის შემთხვევებმა ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო იმატა. რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში 25-მდე პაციენტი შედის. ძირითადი ჩივილები მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და ცხვირიდან გამონადენია. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ რომ ამ ეტაპზე ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს, თუმცა მოსახლეობას გრიპის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციისთვის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.

მედიკოსების რჩევით, აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების ხშირი განიავება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სამედიცინო ნიღბის ტარება. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მედიკოსები მოსახლეობას დაუყოვნებლივ ექიმთან ვიზიტისკენ მოუწოდებენ.