რიგით 44-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

2016-12-26 14:36:53

რიგით 44-ე საზოგადოებრივი ცენტრი წალკაში გაიხსნა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, მიიღოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო მომსახურება ქალაქიდან გაუსვლელად, ასევე ისარგებლოს უფასო ინტერნეტით, საკონფერენციო დარბაზითა და ბიბლიოთეკით. საზოგადოებრივი ცენტრით, წალკის მცხოვრებთა გარდა, სოფლების - ტბეთის, განთიადის, სამების, ნარდევანის, აიაზმის, კუშჩის, ავრანლოს, ბურნაშეთის, გუმბათის, აშკალას, ხანდოს, რეხას, ხაჩკოის, კაბურის, ხარების, ხრამჰესის, სანთას, წინწყაროს, ბეშთაშენის, დარაქოის, არწივანისა და ბერთას - მოსახლეობა ისარგებლებს. საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა, ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, წალკის გამგებელი ჯონი საბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.