ავარია რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე.

2016-12-26 11:22:28

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე (მეშვიდე მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე) გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს დაეჯახა. ავარიის შედეგად მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.