შსს-ს სპეციალური განცახდება [video]

2018-02-22 20:14:03

შსს-მ 1997 წელს დაბადებული ლ.გ. ცხელ კვალზე დააკავა. ბრალდებულმა თემქის დასახლებაში შურისძიების მიზნით 20 წლის გოგონას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დამნაშავეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული გარდაცვლილის შეყვარებული იყო.

თბილისში, გამთენიისას თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა 20 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი. პირველადი ინფორმაციით, მას ცივი იარაღით მიყენებული ჰქონდა ჭრილობები. ნახეთ ვიდეო.