გერმანიიდან ქართველები გამოაძევეს

2018-02-21 18:29:57

გერმანიაში მცხოვრები ქართველები სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ, რომ გერმანიიდან ერთ დღეში რამდენიმე ათეული მოქალაქე გამოადეპორტეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა იმ მოქალაქეებს დაატოვებინეს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები ჰქონდათ დარღვეული.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიიდან გამოაძევეს ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში რამდენიმე წელია ცხოვრებენ და მათი შვილები გერმანიაში არიან დაბადებულები. გერმანიაში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეადმისიას დაექვემდებარნენ, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და ბადენ-ბიურტემბერგში ცხოვრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის გერმანიის სასამართლოში 500 ქართველის საქმის დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს. დეპორტაციის მომდევნო რეიდმისია სავარაუდოდ 1 თვეში, 21 მარტს განხორციელდება.