რუსთაველების ნომერი რომელიც "ნიჭიერში" ვერ მოხვდა (ვიდეო).

2016-12-25 15:40:26

სატელევიზიო პროექტი „ნიჭიერის“ მორიგი სეზონის შესარჩევი ტური, რამდენიმე კვირაა ტელე ეკრანებზე გამოჩნდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს რუსთაველმა ჯგუფებმა „მოზაიკამ“ და ჰოთ შოკოლადმა“ . ნიჭიერის სცენაზე ჯგუფებმა საცეკვაო ნომერები წარადგინეს. იმის მიუხედავად რომ, ჟიურის სიმპათია ორივე ჯგუფმა დაიმსახურა და ისინი მეორე ტურშიც მოხვდნენ, ტელეეკრანებზე შესრულებული ნომრების არცერთი ეპიზოდი არ მოხვდა. უკმაყოფილებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ჯგუფების ხელმძღვანელების თქმით, იმის მიუხედავად რომ, ჯგუფები პროექტს მეორე ტურიდან გამოეთიშნენ, მათ ჟიურის წევრებისა და მაყურებლების მოხიბვლა მოახერხეს, რის გამოც თვლიან რომ, ტელეეკრანებზე მოხვედრას იმსახურებდნენ.

“ ჰოთ შოკოლადის ხელმძღვანელი ლანა ხორინა“ „ინფო რუსთავთან“ საკუთარ პოზიციაზე საუბრობს: „ არც აჩვენეს... ეპიზოდურადაც კი... ბავშვები შემეცოდნენ თორე სხვა არაფერი არ არის ...არაფრად არ ჩააგდეს ... უაზრო ნომრების დროც დაუთმეს და ყველაფერი და რაც მართლა კარგი იყო ( მარტო ჩვენ ნომერს არ ვგულისხმობ) საერთოდ არც აჩვენეს...“. უკმაყოფილებას გამოთქვავს „მოზაიკას“ ხელმძღვანელიც.

 თემასთან დაკავშირებით „ინფო რუსთავი“  პროექტ ნიჭიერის პროდიუსერს, გიორგი ხაბურძანიას დაუკავშირდა, მან განაცხადა რომ მონაწილესა და პროექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის ხელმძღვანელები მსგავს საკითხებს, თავად წყვეტენ  „ თითოეულ მონაწილესთან ფორმდება ხელშეკრულება, რის შემდეგაც, ტელეკომპანია იღებს გდაწყვეტილებას, რომელი ნომერი  მოხვდება პროექტში და ტელეეკრანებზე. მომზადებული მასალა, წარმოადგენს ტელევიზიის ინტელექტუალურ საკუთრებას, შესაბამისად, მათი პროტესტი ვერ იქნება მიღებული, რადგან მონაწეილეებმა თავიდანვე იციან რა პირობებში უწევთ თანამშრომლობა. ჩვენ ვწყვეტთ რა უნდა მოხვდეს პროექტში, უნდა იყოს სასაცილო ნომერიც, კარგი ნომერიც და საშუალო ნომერიც. ამ ბალანსში ვიღაც მოხვდება ვიღაც არა.  განაცხადა გიორგი ხაბურძანიამ.