ქართველი მსახიობის წარმატება ევროპაში
2018-02-20 11:27:08
სიაში

Berlinale Palast-ში დღეს ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე დააჯილდოეს. ირაკლი კვირიკაძემ ევროპული ამომავალი ვარსკვლავის ტიტული მოიპოვა და 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს შორის მოხვდა. თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award-ი გადაეცა.

European Film Promotion-მა ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. ათეულში ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის წარადგინეს.

წყარი: 1tv.ge