ანტისანიტარია - ბათუმის ქუჩის პრობლემა (ვიდეო).

2016-12-25 14:25:20

ბათუმის ქუჩის #23 ბინის მაცხოვრებლები სადარბაზოში არსებულ ანტისანიატარიაზე საუბრობენ. პრობლემის მოგვარების თხოვნით ადგილობრივიები „ინფო რუსთავს“ დაუკავშირდნენ. მათი თქმით უკვე 2 კვირაა, დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის გამო, ერთ-ერთი სადარბაზოს სარდაფი ფეკალური მასით არის სავსე. ადგილობრივების განცხადებით, პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მათ შესაბამის სამსახურებს მიმართეს, სადაც განუცხადეს რომ ტექნიკა რომელიც საჭიროა შიდა კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად ამ ეტაპზე არ ჰყავთ.

„ინფო რუსთავი“ საკითხთან დაკავშირებით „რუსთავის კორპუსს“ და კომპანია „რუსთავის წყალს“ დაუკავშირდა. სამსახურები პრობლემას ადგილზე რამდენიმე წუთში გაეცნენ. „რუსთავის წყალში“ განაცხადეს რომ რეაგირებას დღესვე მოახდენენ და ჭას დღის ბოლომდე გაწმენდავენ.