ცოლმა ქმარი დაჭრა

2018-02-19 13:13:57

ცოლმა ქმარს დანით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა ქობულეთში 18 თებერვალს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ქალმა 35 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ზურგისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი სტაციონარში ქობულეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამ დროისთვის ქალი დაკავებული არ არის. ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე