ხანძარი საავადმყოფოს შენობაში

2018-02-18 22:19:27

თბილისში, წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში (ყოფილი მიხაილოვი) ხანძარია. არსებული ინფორმაციით ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. ხანძრის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა, როგორც მეხანძრეები ამბობენ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, ამ მომენტსთვის მიმდინაროებს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 7 ეკიპაჟია მობილიზებული.