ვინ და რატომ მოკლა რუსთაველი მომღერალი [video]

2018-02-18 21:53:54

2017 წლის 5 აგვისტოს  ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, გიორგი ხაჭაპურიძე და ზვიად სახლთხუციშვილის მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. მკვლელობის ფაქტის გახსნასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი "ინფო რუსთავთან" ერთერთი გარდაცვლილის, რუსთაველი გიორგი ხაჭაპურიძის მამამ გააკეთა. ანტონ ხაჭაპურიძე მომხდარის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს.

გიორგი ხაჭაპურიძის მამა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ორი ადამიანი მისი შვილის და ზვიად სახლთხუციშვილის მოკვლას ვერ შეძლებდა და საქმეში მესამე პირიც ფიგურირებს, რომელიც, სავარაუდოდ, დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. "ინფო რუსთავის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად პოლიციამ დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა.

ანტონ ხაჭაპურიძე დანაშაულის დაფარვაში და ბრალდებულების ხელშეწყობაში იმ ბინის მეპატრონესაც ადანაშაულებს სადაც გარდაცვლილები ცხოვრობდნენ.

იცნობდნენ თუ არა დაკავებული პირები გიორგი ხაჭაპურიძესა და ზვიად სახლთხუციშვილს, მკვლელობის რა მოტივზე საუბრობს გიორგი ხაჭაპურიძის მამა. საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ანტონ ხაჭაპურიძე ინფო რუსთავთან საუბრობს. ნახეთ ვიდეო