ტრენინგი რუსთავში ჩატარდა

2018-02-18 18:54:05

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ინტეგრირებული სემინარი ჩატარდა. ტრენინგში, ქვემო ქართლში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის 20  წევრი მონაწილეობდა. დაგეგმილი აქტივობის ფარგლებში მოხდა მონაწილეთა ცოდნის ამაღლება ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ასევე მონაწილეთა   ლიდერობის, ადვოკატირებისა და საჭირო სოციალური უნარების განვითარება.

ღონისძიება პროექტის ''ადვოკატირება ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად'' ფარგლებში გაიმართა. პროექტი ააიპ ''ქვემო ქართლის ერთნოშორისი კავშირი''-ის მიერ განხორციელდა , პარტნიორი კი ''სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი'' იყო.

ტრენინგი რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში 16 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა.