რეზო ჩაჩანიძე ნაკრებში გამოიძახეს

2018-02-18 15:51:14

რუსთავის საკალათბურთო გუნდის წევრი რეზო ჩაჩანიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია . ეროვნული ნაკრების რიგებს ანატოლი ბოისასა და აკაკი დვალიშვილის შემდეგ კიდევ ერთი რუსთაველი კალათბურთელი, რეზო ჩაჩანიძე შეემატა.  ჩაჩანიძე მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია და 3 თებერვალს ქუთაისში გამართულ ოლ-სტარში სამქულიანების კონკურსიც მოიგო.

ჩინეთში 2019 წელს გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 თებერვალს ავსტრიაში გამართავს, ხოლო 25-ში გერმანიას თბილისში უმასპინძლებს.