ვანდალიზმის ფაქტი XIV მიკრო-რაიონში

2018-02-17 22:02:52

2 დღის წინ "ინფო რუსთავმა" გაავრცელა ინფორმაცია ვანდალიზმის ფაქტის შესახებ. საუბარია XIV მიკრო-რაიონში, ფეხბურთის მინი სტადიონის დაზიანებაზე. რკინის მილები უცნობმა პირებმა მოგლიჯეს და ღობეზე მიაყუდეს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლები გამოცხადნენ და ფეხბურთის მოედნის დაზიანებული კარი საკუთარი ხარჯებით აღადგინეს.