რუსთავის "რუსთავი" vs თბილისის "დინამო"

2018-02-17 21:35:13

რუსთავის საკალათბურთო კლუბმა "რუსთავი" ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბულად წარიმართა. "დინამომ" პირველი სამი მეოთხედი მოიგეს, თუმცა "რუსთავი" მას უკან რამდენიმე ქულის სხვაობით მიჰყვებოდა. მეოთხე მეოთხედში გოგობერიშვილის გუნმდა ტემპს კიდევ უფრო მოუმატეს, თამაშის დასრულებამდე 2 უთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს, მოწინააღმდეგე კლუბის შეცდომებით  სარგებლობდნენ, მორალური უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ 6 ქულით გადაასწრეს "დინამოს". ტაბლოზე 80:74 დაფიქსრირდა. თამაშს პირდაპირ ეთერში გთავაზობდათ კლუბის მედია პარტნიორი "ინფო რუსთავი.