მერი რუსთაველ კალიგრაფისტს შეხვდა

2018-02-17 11:49:09

რუსთაველ კალიგრაფისტს ნიკა ღუნაშვილს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა. რუსთავის მერი ნიჭიერი ახალგაზრდით მას შემდეგ დაინტერესდა რაც "ინფო რუსთავმა" 22 სკოლის მოსწავლეზე მასალა მოამზადა. ქალაქის პირველმა პირმა ახალგაზრდა შემოქმედს დაგეგმილ აქტივობებში ჩართვისკენ მოუწოდა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ირაკლი ტაბაღუამ სურვილი გამოთქვა რომ ნიკა ღუნაშვილმა თავისი წვლილი შეიტანოს ქალაქის განვითარებაში და გალამაზებაში. ახალგაზრდა კალიგრაფისტი რუსთავის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ახალგაზრდა კალიგრაფისტის შესახებ ინფორმაცია 2 კვირის წინ გავავრცელეთ, ნახეთ ნიკას ნამუშევრები და შეაფასეთ.