8 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა [photo]

2018-02-16 23:17:13

თბილისში, 8 ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა. შემთხვევა დაახლოებით 22:30 საათზე რუსთაველის გამზირზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით 3 ადამიანი დაშავდა, მათი გადაყვანა უახლოეს საავადმყოფოში მოხერხდა. ავარიის გამო რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო epn.ge