ქართველები ავტობუსის სამალავში ნახეს [VIDEO]

2018-02-15 17:38:58

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცავებმა ორი ქალი და ერთი მამაკაცი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსის ფიზიკური დათვალიერებისას, სამალავში ნახეს.
დაკავებულებს თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული ჰქონდათ, ამიტომ სამშობლოში დაბრუნებას მალულად ცდილობდნენ.

თურქეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით დაკავებულები საქართველოში დაადეპორტირეს. ნახეთ ვიდეო.

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე