შვედეთის უარი საქართველოს მოქალაქეებს

2018-02-15 13:24:51

2017 წელს 963 მიმართვიდან, შვედეთმა თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცა, ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საიმიგრაციო სააგენტო ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს შვედეთში თავშესაფარი საქართველოს 1105 მოქალაქემ მოითხოვა და მათგან მხოლოდ 16 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საიმიგრაციო სამსახურის ცნობით, თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობრივი მაჩვენებლით საქართველო მეხუთე ადგილზეა სირიის, ერაყის, ერიტრეასა და ავღანეთის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭოს სავიზო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის ზრდის საკითხი შვედეთმა და ისლანდიამ დააყენეს.