ფალსიფიცირებული სუნელები [video]

2018-02-15 12:36:25

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც  საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. ნახეთ ვიდეო.