რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო მანქანა სომხური სანომრე ნიშნით და „volkswagen“-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები გამოცხადდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.