რითი მოიწამლნენ სკოლის მოსწავლეები [video]

2018-02-14 16:35:25

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით კვებითი ინტოქსიკაცია ექვსმა ბავშვმა მიიღო. პაციენტების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსწავლეებმა შაურმა მიირთვეს და ინტოქსიკაციის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. რამდენიმე ბავშვმა შესაბამისი ჩივილებით რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს გუშინ მიმართა ნაწილი კი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად სტაციონარში დღეს მივიდა. კლინიკის მთავარი ექიმის ნატო თოფურიას განცხადებით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან.

როგორც "ინფო რუსთავს" სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმმა მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კვების ობიექტში სადაც ბავშვებმა შაურმა მიირთვეს, არაგეგმიური ინსპექტირება ჩაატარდა. მოხდა ლაბორატორიული კვლევისათვის ნიმუშების აღება, ''საბოლოო დასკვნები მას შემდეგ გაკეთდება როდესაც იქნება პასუხები ლაბორატორიიდან'' - აცხადებს მირანგულა ლიპარტელიანი.

არსებული ინფორმაციით მოსწავლეებმა შაურმა კვების ობიექტ "ჩემპიონში" მიირთვეს. ობიექტის მეპატრონე "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, რომ ისინი მკაცრად იცავენ სანიტარულ ნორმებს. დეტალები ნახეთ ვიდეოში.