დაშავებულების მდგომარეობა.

2016-12-24 14:39:43

გუშინ შარტავას გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად სულ 5 პირი დაშავდა. „ბეემვეს“ მარკის ავტომობილით 5 ადამიანი მგზავრობდა. 3 მათგანი დაიღუპა, გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს,  შვილი კი  „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს. ქალბატონი ამ დროითვის სახლშია გაწერილი. მცირეწლოვანი ბავშვი კი თბილისში, იაშვილის ლკინიკაში გადაიყვანეს, სადაც განგვიცხადეს, რომ პაციენტი ტვისნის შერყევით, კლინიკის ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტშია მოთავსებული,მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„მერსედესის“ მარკის ავტომობილში 3 მგზავრი იმყოფებოდა. საჭესთამ მჯდომი ქალბატონი, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაპაჟმა „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული ქალბატონის შვილები, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს, ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ ისინი სახლში გაწერეს.

ავარია გუშინ, შარტავას გამზირზე  დაახლოებით 19:00 საათსა და 30 წუთზე მოხდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.