ავარიას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2016-12-23 20:20:24

მსხვერპლით დასრულდა, შარტავას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, ერთმანეთს „ბეემვესა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. არიან დაშავებულებიც, რომლებიც აზოტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეტალებს ამ წუთებში ვაზუსტებთ.