მარკეტი დააყაჩაღეს
2018-02-11 15:43:34
სიაში

გორში, სტალინის ქუჩაზე სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით უცნობმა პირმა მაღაზიაში გამყიდველს იარაღის მუქარით თანხა გამოსძალა და ადგილიდან მიიმალა. კონკრეტულად რა ოდენობის თანხაა წაღებული მაღაზიიდან ჯერ უცნობია, ასევე უცნობია დააკავეს თუ არა დამნაშავე სამართალდამცავებმა. ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებულები და საგამოძიებო სამუშაოებს ახორციელებენ.