77 წლის მამაკაცი მეორე სართულიდან გადმოვარდა
2018-02-10 16:53:09
სიაში

77 წლის მამაკაცი შენობის მეორე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებელი სახლის აივანზე იმყოფებოდა საიდანაც გადავარდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული,

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.