საკადრო გადაადგილებები მერიაში

2018-02-10 11:41:25

რუსთავის მერიაში რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია გრძელდება. უკვე ცნობილია 3 ააიპ-ის გაერთიანების შემდეგ რა სახელწოდება ექნება სამსახურს და ვინ უხელმძღვანელებს მას. სპორტის, ახალგაზრდობის და სახელოვნებო გაერთიანების ააიპ-ები გაერთიანდა და სამსახურს ეწოდება "სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი", მისი ხელმძღვანელი კი გეგი ლიპარტელიანი იქნება. გეგი ლიპარტელიანი მანამდე კულტურის სახლის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. სამსახურს ექნება სამი დეპარტამენტი, სპორტისა და ახალგაზრდობის, სახელოვნებო გაერთიანების და მესამე რომელიც ამ მომენტისთვის ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, ამ უკანსაკნელში ძირითადად ადმინისტრაციული უწყებები მოიყრის თავს. სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტს ბაჩო ხაჩიძე, ხოლო სახელოვნებო გაერთიანებას მარიკა ფიროსმანაშვილი უხელმძღვანელებს.