წერილი "ინფო რუსთავის" რედაქციას, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ - "4 შვილი მყავსო რომ თქვა, პირველი შვილი პირველ ცოლთან ყავს, ცოლი იმიტომ გაექცა, რომ სცემდა ამ საწყალ ქალს, ისე სცემდა რომ სისხლში აცურავებდა. მერე შეირთო მეორე ცოლი, რომელმაც 3 შვილი გაუჩინა. ამ ქალსაც კლავდა ცემაში, ცოლსაც და შვილებსაც. მთელი მე-20-ე მიკროს 16-მა ნომერმა იცის. სვავდა, არც მუშაობდა, შვილები მშივრები ყავდა და ეს ბავშვები იზრდებოდნენ დედის ნაშოვნი 120 ლარით. ბინა რომ გაყიდეს, დარჩენილი ფული სანამ არ ამოფლანგა ჭამა-სმაში, მანამდე არ გაჩერდა. მერე დაეწყო ჰალუცინაციები და ისევ აგრძელებდა ცოლ-შვილის გამწარებას. 1 შვილიშვილი ყავს, რომელიც სულ 2 ჯერ ყავს ნანახი. არც მუშაობა უნდა, არც შვილების ნახვა და საერთოდ არაფერი არ უნდა, ჭიქა არყის გარდა. კომენტარები წავიკითხე და ყველა მის შვილებს ლანძღავს და ძალიან დამეწვა გული ..... ყველამ არ იცის ეს სიტუაცია ..... მე ხომ მისი ერთ-ერთი შვილი ვარ ....."
გამოხმაურება ჩვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სადაც ვიტყობინებოდით რომ 50 წლის მამაკაცი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, მოჰყვა.