ფქვილი გაძვირდა.

2016-12-23 14:40:39

ფქვილის ფასმა მოიმატა. სავაჭრო ობიექტებში ფქვილის ღირებულებამ 10-დან 15 თეთრამდე მოიმატა. ამ დროისთვის ერთი კილოგრამი იმპორტირებული ფქვილის ღირებულება 1.05-დან 1.10 ლარამდე მერყეობს. „პურის მრეწველთა კავშირში“ ვარაუდობენ, რომ არის ალბათობა ახალი წლის შემდეგ ფასებმა კიდევ უფრო მოიმატოს, რაც პურ-პროდუქტების ღირებულების გაზრდას გამოიწვევს.