ლარი კიდევ 11 პუნქტით გამყარდა.

2016-12-23 12:17:04

სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 11 პუნქტით გამყარდა. ჯერ კიდევ გუშინ დილით სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლითი კურსი შედარებით მაღალი იყო, ამაჟამად 1 დოლარის შეძენა 2.700 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.640 ლარად მოგიწევთ. გუშინდელი მონაცემებით ლარის ოფიციალურ კურსი დოლართან მიმართებაში 2.771 ნიშნულზეა, საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ახალ ნიშნულს დღეს 17 საათზე გამოაცხადებს.