გუბერნატორი #20 სკოლაში.

2016-12-23 11:25:12

ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის #20 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში გუბერნატორმა, ახალგაზრდებისთვის პრიორიტეულ თემებზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს პაატა ხიზანაშვილმა, აღნიშნული სკოლის წარმატებულ მოსწავლეებსა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს სერთიფიკატები გადასცა.