სპექტაკლი "ყველაფერი ქალების შესახებ" გაიმართა (ფოტოები).

2016-12-22 21:57:27

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში სპექტაკლი "ყველაფერი ქალების შესახებ" გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორი გურამ ბრეგაძეა, ხოლო პიესა გაბრიელ ბარილის "თაბლობის თვე"-ს მიხედვით დაიწერა. სპექტაკლზე 5 მსახიობია დაკავებული და ისინი სცენაზე ზოგადად ქალების ყოველდღიურობაზე, გრძნობებზე, თავგადასავლებზე, ღალატზე და სიყვარულზე ყვებიან.