"რუსთავის აზოტი" 155 მილიონ დოლარს ვეღარ მიიღებს.

2016-12-22 17:59:39

 „რუსთავის აზოტთან“  EBRD-ის მიერ გაფორმებული 155 მილიონიანი პროექტი ჩაიშალა და ამ დროისთვის შეჩერებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტიცირების ჩაშლის პროცესთან რუსეთის  უმსხვილესი კომპანია „სისტემაა“ კავშირში. „ინფო რუსთავი“  „რუსთავის აზოტს“ დაუკავშირდა, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბურდილაძე აღნიშნავს, საწარმოში საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ პროექტი რუსულმა „სისტემამ“ იმ მოტივით ჩაშალა, რომ ქართულ ბაზარზე შემოვიდეს და „რუსთავის აზოტს“ დაეუფლოს, თუმცა „რუსთავის აზოტში“ საწარმოს რუსულ კომპანიაზე გაყიდვას კატეგორიულად გამორიცხავენ. ევროპისა და რეკონსტრუქციების განვითარების ბანკის მიერ 155 მილიონი დოლარის ინვესტიციით ქარხნის სრული მოდერნიზაცია იგეგმებოდა, თუმცა შეთანხმება შეჩერებულია . ამ დროისთვის რუსული კომპანიისა და „რუსთავის აზოტის“ მფლობელებს შორის იმის გარკვევა მიმდინარეობს, თუ რა მიზეზებმა განაპირობა პროექტის ჩაშლა. აღნიშნულ პროცესებს ქართული კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია და დასაქმებულები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.