"მრცხვენია, რომ კითხვას ვერ ვუპასუხე"

2018-02-01 11:45:02

ლონდონის პალატის წევრი ლორდ ბეითსი საკუთარი ინიციატივით თანამდებობიდან გადადგა, მიზეზად კი ლორდთა პალატის  სხდომაზე დააგვიანებით მისვლა დაასახელა. მან ღიად გამოაცხადა, რომ სცხვენოდა რადგან არ იყო თავის ადგილას მაშინ, როდესაც ბარონესამ მას კითხვით მიმართა.

როგორც ლორდმა ბეითსმა განაცხადა, ის ბოდიშს იხდიდა საკუთარი სიბრიყვისთვის, რის გამოც თავს ვალდებულად თვლიდა, დაეტოვებინა მინისტრის თანამდებობა. მისმა გადაწყვეტილებამ კოლეგების გაოცებაც გამოიწვია. მათ მოუწოდეს, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, მაგრამ მინისტრმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ლორდი ბეითსი საერთაშორისო განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა ლონდონის პალატის სახლში.

წყარო: bbc