ამერიკის პრეზიდენტი კონგრესში

2018-01-31 10:42:37

ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ - "აშშ-ს მოქალაქეობას მიიღებენ ის მიგრანტები ვისაც კარგი დახასიათება აქვს, ვისაც განათლების მიღება სურს და აკმაყოფილებს შრომის მოთხოვნებს. ეს ადამიანები ამერიკის მოქალაქეები გახდებიან." აშშ-ს ადმინისტრაცია ვარაუდობს რომ 1 800 000 ადამიანს რომელიც ამ მომენტისთვის არალეგალურად ცხოვრობს მოქალაქეობას მიანიჭებს. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა რომ აუცილებლად განხორციელდება საიმიგრაციო რეფორმა და გაუქმდება მწვანე ბარათის სავიზო ლატარიის გათამაშება. პრეზიდენტმა კონგრეს უკვე მოუწოდა რომ აღნიშნულ საკითხებზე იმუშაოს და კანონმდებლობა მიიღოს.