რუსთავის ტბა გაიყინა (ფოტოები).

2016-12-22 11:19:10

ძლიერი ყინვის გამო რუსთავის ტბა გაიყინა. ქალაქში წუხელ -7 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. ტემპერატურა დღეს და მომდევნო დღეებში შედარებით მატულობს, თუმცა ღამის საათებში ყინვა კვლავ გაგრძლდება. დღის მანძილზე მაქსიმალური ტემპერატურა დღეს 5 გრადუსი იქნება, ღამით კი -5.