რიგები იუსტიციის სახლში.
2016-12-21 14:01:07
სიაში

მაღალი აქტივობა რუსთავის იუსტიციის სახლში. აქციით სარგებლობის გამო, რომელიც პირადობის მოწმობის უფასოდ, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის განახევრებულ ფასად აღებას გულისხმობს,  რუსთავის იუსტიციის სახლში რიგებია. აქცია 15 დეკემბერს დაიწყო და ამ დროისთვის ელექტრონული პირადობა 23350-მა ადამიანმა, პასპორტი კი 15627-მა მოქალაქემ უკვე აიღო. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით ინიციატივა საარჩევნო სიის დახვეწასა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აქციით სარგებლობა მოქალაქეებს 8 იანვრამდე შეეძლებათ.