მომავალი წლიდან ქალაქის დასუფთავება ახალი ნაგავმზიდებით განხორციელდება.

2016-12-21 13:25:41

ქალაქის თვიმმართველობამ ახალი სპეცტექნიკა შეიძინა. 2016 წლიანი „მერსედესის“ მარკის  ნაგავმზიდი, დაბალ პროცენტიანი სესხით, ქალაქის თვითმმართველობამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან შეიძინა. იგივე პრინციპით, მომავალი წლიდან ქალაქს კიდევ 4 ნაგავმზიდი შეემატება. სპეცდანიშნულების ტექნიკის შესაძენად ადგილობრივმა თვითმართველობამ, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 297 589 ევროს ღირებულების სესხი აიღო.

13 კუბინი ნაგავმზიდი რუსთავს მომავალი წლიდან მოემსახურება. მანამდე კი იმ საცხოვრებელი კორპუსებიდან, სადაც ნაგვის ბუნკერები დალუქული არ არის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, კვლავ ძველი სატვირთო მანქანებით ხდება, რაც მოსახლეობის თქმით, ეზოებში ანტისანიტარიას იწვევს.