ათობით მკვდარი ცხოველი [photo]

2018-01-21 20:53:35

"ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველი დაუკავშირდა და შემზარავი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თვითმხილველის თქმით მტკვრის კალაპოტში ათობით გარდაცვლილი ცხვარი იხრწნება. გვერდის მკითხველმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის დასახელება, ფაქტის დასამტკიცებლად ფოტოები მოგვაწოდა, სადაც ნათლად ჩანს რომ, ათობით მკვდარი ცხვარი ღია სივრცეში ყრია. ფაქტთან დაკვშირებით "ინფო რუსთავი" ხვალ დეტალებს მოიძიებს და თემას უფრო ვრცლად გაგაცნობთ.