ავარიის გამო მაგისტრალზე მცირე შეფერხებაა.

2016-12-21 10:22:25

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე დაახლოებით 09:00 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსი და "ოპელი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო გადაადგილება შეფერხებული იყო. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ამ დროისთვის რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე შეზღუდვები აღარ არის.