ეროვნული ვალუტა დღეს კიდევ გაუფასურდა.

2016-12-20 21:19:37

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გუშინდელთან შედარებით კიდევ 3 პუნქტით გაუფასურდა. დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა ლარის კურსის გასამყარებლად 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, რის შემდეგაც საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7823  შეადგინა. მიუხედავად დოლარის გაყიდვისა ლარი დღეს კიდევ გაუფასურდა, ამაჟამად 1 დოლარის შეძენა სავალუტო ჯიხურებში 2.825 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.800 ლარად მოგიწევთ. ლარის ოფიციალურ კურსი დოლართან მიმართებაში 2.783 ნიშნულზეა. გაცვლითი კურსი კიდევ უფრო მაღალია კომერციულ ბანკებში.