კაცი ტანკით მაღაზიას დაეჯახა

2018-01-19 19:03:36

რუსეთში მამაკაცმა ჯავშანტექნიკა მოიპარა და სავაჭრო ობიექტს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უცნობმა მამაკაცმა ჯავშანტექნიკა მოიპარა, რის შემდეგაც ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი იქვე მდებარე მაღაზიის ვიტრინა შეამტვრია. მამაკაცი სუპერმარკეტიდან ღვინის მოპარვაშიცაა ეჭვმიტანილი.

ამ დროისთვის პოლიცია მურმანსკის რეგიონში აღნიშნულ საქმეს იძიებს.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე