რუსთავის 70 წლის იუბილე [VIDEO]

2018-01-19 16:59:22

რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ "ეტალონის" ორგანიზებით და ქალაქის მერიის მხარდაჭერით 2018 წლის რუსთავის "ეტალონი მოქალაქე" გამოვლინდა. ინტელექტუალურ შეჯიბრებაში სკოლის მოსწავლეებთან ერთად უფროსი ასაკის მოქალაქეებიც მონაწილეობენ, ეტალონ მოქალაქედ კი გიორგი მაღლაფერიძე დასახელდა.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ძველი და ახლანდელი წარმომადგენლები, ასევე რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ქალაქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაკეთდება გზავნილი, რომელშიც საკუთარი ჩანაწერის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, გზავნილი დაილუქება და 30 წლის შემდეგ, რუსთავის 100 წლის იუბილეზე გაიხსნება.

ქალაქის საიუბილეო შემაჯამებელი ღონისძიება კი მიმდინარე წელს "რუსთავქალაქობაზე" გაიმართება.

შეგახსენებთ, რუსთავს ქალაქის სტატუსი 1948 წლის 19 იანვარს მიენიჭა. ნახეთ ვიდეო.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე