აფთიაქი დააყაჩაღეს (VIDEO)

2018-01-19 12:54:52

მამაკაცმა აფთიაქიდან 47 ლარი გაიტაცა. შემთხვევა გლდანში, გუშინ საღამოს 10 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი აფთიაქში შეიჭრა და იარაღის მუქარით ფარმაცევტს ფული გამოსძალა.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეო მაასალას ტელეკომპანია "იბერია" ავრცელებს. ნახეთ ვიდეო.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე