ბიტკოინების მიღება დროებით შეჩერდა

2018-01-18 23:08:37

Microsoft-მა შეწყვიტა ბიტკოინების, როგორც საგადასახადო საშუალების მიღება. Microsoft-ის პროდუქტების შესაძენა ბიტკოინებით გარკვეული დროით აღარ იქნება შესაძლებელი. Bleepingcomputer.com - ის ცნობით, კრიპტოვალუტაზე უარის თქმის საფუძველი სავაჭრო ბაზარზე არასტაბილური მდგომარეობა გახდა. ინფორმაცია  კომპანიის რამდენიმე თანამშრომელზე დაყრდნობით ვრცელდება. როგორც Microsoft-ის თანამშრომლები აღნიშნავენ, ბიტკოინების მიღების შეჩერება დროებითია. ბიტკოინების მიღებაზე უარი თქვა კომპანია Steam-მაც, მიზეზად კი ბიტკოინების მაღალი გადასახადი და არასტაბილურობა დაასახელა. კომპანიებისთვის, როგორებიცაა Microsoft და Steam არასტაბილური და გაუთვალისწინებელი ფასი შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზარალის მომტანი გახდეს. Microsoft-ი მომხმარებლებს არ აძლევს უფლებას, რომ გამოიყენონ ბიტკოინები პროდუქტების შესაძენად, მაგრამ სთხოვს მათ ანგარიშზე დაამატონ წინასწარგანსაზღვრული თანხა დოლარში, რომლითაც ისინი შეძლებენ ბიტკოინების შეძენას. ამ ეტაპზე კომპანია  მომხმარებელს ავალდებულებს, რომ საგადასახადო მეთოდად გამოიყენოს საკრედიტო ბარათები, საბანკო ანგარიშები ან PayPal-ი.