ქარიშხალს 4 ადამიანი ემსხვერპლა
2018-01-18 19:42:41
სიაში

ძლიერ ქარიშხალს ნიდერლანდებსა და გერმანიაში 4 ადამიანი ემსხვერპლა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სტიქიამ ათეულობით ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. ნიდერლანდებში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა და ხელისუფლების გადაწყვეტილებით სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა.

გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინისა და მის ახლოს მდებარე რეგიონებში კი 100 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

არსებული ინფორმაციით, ქარიშხალი გვიან ღამემდე შენარჩუნდება. 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე