სახალისო "ლაივი" სამინისტროს გვერდზე [photo]

2018-01-17 22:12:53

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში ბავშვი ჩაერთო. აღნიშნული "ფეისბუქ ლაივის" ფოტო სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა, რის შემდეგაც ვიდეო სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან წაიშალა.

როგორც "ინფო რუსთავს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პირდაპირი ეთერი შემთხვევით სამინისტროს თანამშრომლის შვილმა ჩართო - "გვერდის ადმინისტრატორის შვილმა აიღო ტელეფონი, დააჭირა ხელი და შემთხვევით ლაივში ჩაერთო" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში ნინო თოლორდავამ.
პირდაპირი ეთერის ფოტოს სოციალურ ქსელში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა.